პრეზენტაცია

მოსწავლის სავარაუდო ნიმუში

воскресенье, 18 мая 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს, ტრენინგის ბოლო დღეს, მსმენელები გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს პრეზენტაცია, რა მეთოდების გამოყენება შეიძლება ამ აქტივობის განხორციელებისათვის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული პრეზენტაცია იყოს საინტერესო და ეფექტური.

суббота, 17 мая 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება ბლოგზე მხოლოდ ერთი საქაღალდის წაშლა და მის ნაცვლად ახალი საქაღალდის ატვირთვა. ასევე გავეცანით, თუ როგორ კეთდება რამდენიმე ბმული ერთასა და იმავე ბლოგზე.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება. 

понедельник, 12 мая 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა, რა არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასებისათვის. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს შეფასება იყოს სანდო და გამჭვირვალე. როგორ შეიძლება შეფასების რუბრიკის შექმნისას ვისარგებლოთ ინტელის შაბლონით და როგორ შევძლოთ მისი ადაპტირება.

четверг, 8 мая 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი და როგორ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია. ასევე გავიგეთ, თუ როგორ უნდა გადავიტანოთ ბლოგზე  პრეზენტაცია, სურათი თუ ვიდეო. როგორ შეიძლება გუგლ-დრაივიდან წერილის გაგზავნა და კომენტარების გაკეთება.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

воскресенье, 4 мая 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე ყურადღება გავამახვილეთ შეფასების მეთოდებსა და პრეზენტაციის მომზადების ძირითად საკითხებზე. მივხვდი, რომ პრეზენტაციის მომზადებისას მთავარია მისი სიღრმისეული დამუშავება, პრეზენტაციიც მიზნის განსაზღვრა. ამასთან ვისწავლეთ სლაიდების მომზადება, რედაქტირება და დაფორმატება. 

суббота, 3 мая 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია
დღეს ჩვენ შევისწავლეთ მიმართულების მომცემი კითხვები. ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შერჩევის მექანიზმი. ასევე მომეწონა ბლუმის განახლებული ტაქსონომია, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს პროექტების ნორმალურად მომზადებაში.